
პროექტის სახელი: ცოფი-საშიში ინფექცია.
1. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებას ცოფის გამომწვევ ვირუსზე და დაავადების პრევენციას. შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დავალებას შეასრულებენ და შესრულებულ სამუშაოს შედეგებს გამოაქვეყნებენ.
2. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს, რის შედეგადაც შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას. მეორე საფეხურის მოსწავლეები დაიყოფა ხუთ ჯგუფად. მიეცემათ განსხვავებული დავალებები.
I - ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ცოფის გამომწვევაზე და ცხოველებზე, რომლებიც წარმოადგენენ ინფიცირების წყაროს.
II - ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას იმაზე, როგორ ხდება ადამიანის დაინფიცირება და რა შემთხვევაში ვითარდება დაავადება.
III - ჯგუფი შეისწავლის ცოფისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
IV - ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ცოფის პროფილაქტიკაზე.
V - ჯგუფი შეადგენს ბუკლეტებს და დაურიგებს მოსახლეობას მომაკვდინებელ ვირუსზე ინფორმაციის მიზნით.
3. მონაწილეთა ასაკი: საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
4. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე (აპრილი-მაისი).
5. პროექტის შესაძლო აქტივობები: ა) ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
ბ) ვიზიტი ექიმთან. გ) პრეზენტაცია. დ) ბუკლეტების შედგენა
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ცოფის გამოწვევაზე, განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები.
7. სასარგებლო სხვებისთვის: მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას ვირუსის შესახებ და ჩაიტარებს დროულ პროფილაქტიკას.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ისტ.
10. პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან ნანდოშვილი
ელ. ფოსტა: q.nandoshvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий